Posted in

“ადგილზე ქაოსი სუფევდა” – ქუთაისის გასასვლელთან 4 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ქუთაისის გასასვლელთან, სამტრედიის გზაზე, ოთხი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

როგორც „ინფო იმერეთს“ ადგილზე მყოფმა განუცხადა, მსუბუქად დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

,,საშინელი ავარია იყო, ზოგი ავტომობილი ძლიერადაა დაზიანებული, ზოგი კი ნაკლებად. ადგილზე ქაოსი სუფევდა. იმედია, ყველა კარგად იქნება, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები”, – განაცხადა თვითმხილველმა „ინფო იმერეთთან“ საუბრისას.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *