Posted in

დედა, რომელიც მდინარე შვილის გადასარჩენად შევიდა, გარდაცვლილი იპოვეს – რა დეტალები ხდება ცნობილი?

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში, მდინარე ხობისწყალში, მაშველებმა ორდღიანი უწყვეტი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, 32 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში დინებამ დედა-შვილი გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში შევიდა და დინებამ გაიტაცა. დედა მის დახმარებას შეეცადა, თუმცა ძლიერმა დინებამ ისიც გაიტაცა.

ბავშვის ცხედარი ადგილობრივებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს და მდინარიდან ამოასვენეს, ხოლო დედის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში და დღესაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. სამძებრო სამუშაოში ადგილობრივებიც მონაწილეობდნენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

სტატიის სანახავად დააჭირეთ სრულად ნახვის ღილაკს

სრულად ნახვა