ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში უამრავი ტყუილია – ასეთ დოკუმენტებს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, რეზოლუცია თავისი შინაარსით პოლიტიკურად მიკერძოებულია.
ამასთან, პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები იზიარებენ პასუხისმგებლობას იმ „სამარცხვინო დოკუმენტზე“, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დამტკიცდა.