Posted in

“მერაბს უნდა ჩაუგდონ ეს ვიდეო, რომ ჰკითხო – ნინა შეცდა იმ მომენტშიო… როგორ დასცინის” – ნინა დრამა და არმან ცარუკიანი ილია თოფურიაზე იცინიან? – რა ვიდეოს აქვეყნებენ სომხეთიდან

"მერაბს უნდა ჩაუგდონ ეს ვიდეო, რომ ჰკითხო - ნინა შეცდა იმ მომენტშიო... როგორ დასცინის" - ნინა დრამა და არმან ცარუკიანი ილია თოფურიაზე იცინიან? - რა ვიდეოს აქვეყნებენ  სომხეთიდან

თეთრ სახ­ლში გა­მარ­თუ­ლი UFC-ის ის­ტო­რი­უ­ლი სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლის შემ­დეგ, სა­დაც ილია თო­ფუ­რია ჯას­ტინ გე­ი­ჯის­თან 4-რა­უნ­დი­ან მძი­მე ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვნე­ბე­ბი არ ცხრე­ბა. ამ­ჯე­რად სკან­და­ლის ეპი­ცენ­ტრში კვლავ UFC-ის პო­პუ­ლა­რუ­ლი კონ­ტენტ კრე­ა­ტო­რი და ინფლუ­ენ­სე­რი, ნინა მა­რია დრა­მა მო­ექ­ცა.

მისი ახა­ლი ვი­დეო, რო­მე­ლიც სომ­ხეთ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის მო­რი­გი შე­უ­რა­ცხყო­ფა აღ­მოჩ­ნდა.

რა მოხ­და ბრძო­ლის შემ­დეგ – სკან­და­ლის და­სა­წყი­სი

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პირ­ვე­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მა­შინ გაჩ­ნდა, რო­დე­საც ნინა დრა­მამ აშშ-ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 250-ე წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ტურ­ნი­რი­დან (რო­მელ­საც 4 000 მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად დო­ნალდ ტრამ­პიც ეს­წრე­ბო­და) კად­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლი იყო, რო­გორ ემო­ცი­უ­რად აღ­ნიშ­ნავ­და ის ჯას­ტინ გე­ი­ჯის გა­მარ­ჯვე­ბას, თო­ფუ­რი­ას მარ­ცხის ფონ­ზე.

ამ ფაქტს ქარ­თვე­ლი ქო­მა­გე­ბის მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, რად­გან ნინა დრა­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის მას­პინ­ძლო­ბით, ორ­ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და და ქარ­თვე­ლე­ბის­გან უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი მი­ი­ღო.

სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვას თა­ვად UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვით შე­ე­ცა­და. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ნინა მისი მე­გო­ბა­რია, რო­მელ­მაც შეც­დო­მა და­უშ­ვა:

“რო­გორც ქარ­თვე­ლის­თვის, ჩემ­თვი­საც გულ­გა­სა­ტე­ხი იყო ნინა დრა­მას რე­აქ­ცია და არ მე­სი­ა­მოვ­ნა. მაგ­რამ ვე­ლა­პა­რა­კე მას და თა­ვი­სი ახ­სნა აქვს… მე კი იცით, რა გიჟი ვარ. ისიც კი იცით, რომ ილია ჩემი ძმაა და ილი­ა­ზე ცუ­დის მთქმელს შევ­ჭამ. ერთი წა­მით არ და­ვა­ხამ­ხა­მებ თვალს, რომ ეგ­რე­ვე ფი­ზი­კუ­რად ვი­მოქ­მე­დო”, – გა­ნა­ცხა­და მე­რაბ­მა და ილი­ას მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა და ქამ­რის დაბ­რუ­ნე­ბა უსურ­ვა.

ახა­ლი ვი­დეო სომ­ხე­თი­დან

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის მხრი­დან სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, ნინა დრა­მამ ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს ახა­ლი “დრა­მა“ და­უდ­გა. ამ­ჯე­რად ინფლუ­ენ­სე­რი სომ­ხეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც UFC-ის მებ­რძო­ლი, არ­მან ცა­რუ­კი­ა­ნი მას­პინ­ძლობს.

  • სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ცა­რუ­კი­ა­ნი ნი­ნას ასე მი­მარ­თვას – “სამ­წუ­ხა­როდ, ილი­ამ წა­ა­გო და მე ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ვარ, ნი­ნაც ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლია. ის ისე­თი დამ­წუხ­რე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლა მო­უნ­და“.

რის შემ­დე­გაც ჩანს, რომ ცა­რუ­კი­ა­ნი და ნინა იცი­ნი­ან, რაც ისე აღიქ­მე­ბა, რომ თით­ქოს ინფლუ­ენ­სე­რი ილი­ას დას­ცი­ნის.

ამ რე­აქ­ცი­ამ, რო­მე­ლიც ბევ­რმა ილია თო­ფუ­რი­ას მი­სა­მარ­თით პირ­და­პირ და­ცინ­ვად აღიქ­ვა, ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ნამ­დვი­ლი აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია.

 

“ელარ­ჯი უწე­ლეთ კი­დევ!“ – ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მრის­ხა­ნე რე­აქ­ცი­ე­ბი

ქარ­თვე­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბის ახალ­მა ტალ­ღამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი წა­ლე­კა. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ღიად გა­მო­ხა­ტა­ვენ იმედ­გაც­რუ­ე­ბას და მო­უ­წო­დე­ბენ მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს, გა­და­ხე­დოს ამ ე.წ. “მე­გობ­რო­ბას“.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტარს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან:

“მე­რაბს უნდა ჩა­უგ­დონ ეს ვი­დეო, რომ ჰკი­თხო – ნინა შეც­და იმ მო­მენ­ტშიო?! რო­გორ დას­ცი­ნის! არ მოგ­ცა ინ­ტერ­ვიუ ილი­ამ და არც მოგ­ცემს, შენ­ნა­ი­რი ცან­ცა­რა ქა­ლე­ბი არ ევა­სე­ბა!“

“აი ესე გვჭირს ქარ­თვე­ლებს, სტუ­მარს გა­დავ­ყვე­ბით, პა­ტივს ვცემთ, სა­მა­გი­ე­როდ კი მის­გან უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას ვი­ღებთ! გა­და­ე­ცით მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს ეს ვი­დეო, ამ ქა­ლის ფეხი არ და­ვი­ნა­ხო სა­ქარ­თვე­ლოს მი­წა­ზე!“

“ელარ­ჯი უწე­ლეთ კი­დევ… რა ვიცი, ეს ქალი დრა­მაა თუ ტრა­გე­დია. აქ რომ იყო, ლა­მის მა­გი­სი ფე­ხის ნა­ბა­ნი წყა­ლი სვით ყან­წე­ბით. ასეა, სხვას რომ ფეხ­ქვეშ ეგე­ბით და სა­კუ­თარს ლან­ძღავთ, ახია თქვენ­ზე!“

“ესე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არც უნდა შე­მო­უშ­ვა, რო­გორ დას­ცი­ნი­ან ილი­ას. რა აქვს თქვე­ნი და­სა­ცი­ნი, თქვენ მარ­თლა სა­ცო­და­ვე­ბო…“

  • ფაქ­ტია, რომ ნინა დრა­მას მი­მართ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, რომ­ლი­თაც მას თბი­ლის­ში ხვდე­ბოდ­ნენ, ახლა დიდ სკან­დალ­ში გა­და­ი­ზარ­და. ილია თო­ფუ­რია, მი­უ­ხე­და­ვად მარ­ცხი­სა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის ხელ­შე­უ­ხე­ბელ ავ­ტო­რი­ტე­ტად და ჩემ­პი­ო­ნად რჩე­ბა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

“არც მე მე­სი­ა­მოვ­ნა ეგ ვი­დეო, ვე­ლა­პა­რა­კე მას…“ – რას აცხა­დებს მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ნინა დრა­მას რე­აქ­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც ილია თო­ფუ­რი­ას ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *