Posted in

საშინელი მდგომარეობაა დატბორილი სახლები და განადგურებული მოსავალი. ნახეთ პირველ კომენტარში 👇🏻👇🏻😱

წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სოფელ ხარებაში, სადაც ადგილობრივების ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დიდი ნაწილი პრაქტიკულად განადგურებულია.

სტიქიამ დააზიანა ნათესები, ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სეტყვა დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და მრავალწლოვანი ნარგავები.

ზარალის ზუსტი მასშტაბი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ვითარებას სწავლობენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *