Posted in

⭕⬇ „ქლორის სუნი თუ ასდის აუზს, ეს ნიშნავს, რომ ის დაბიძურებულია“ – ზაზა თელიას სასარგებლო რჩევები

რა საფრთხეები იმალება აუზში, როგორ დავიცვათ კანის ჯანმრთელობა აუზის ფარული საფრთხეებისგან, – ამ თემებზე დერმატოლოგ-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„ზაფხული მოვიდა და აუზზე წასვლა და გარუჯვა აქტუალურია. უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული პრობლემები ადამიანებს იმის გამო ექმნებათ, რომ ზოგიერთი სოციალურ პასუხისმგებლობას არ იცავს.

ადამიანები არ ითვალისწინებენ გარკვეულ რეკომენდაციებს. შესაძლებელია, აუზი არ იყოს კარგად დამუშავებული. როგორც ვიცით, აუზში იყენებენ ქლორს, რომელიც ბაქტერიებს ანეიტრალებს.

მინდა წარმოგიდგონოთ საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოქვეყნდა.

კვლევაში მონაწილე ადამიანების 40% ამბობს, რომ აუზში შარდავს.

ქლორი რეაქციაში შედის შარდში, ოფლში და კოსმეტიკურ საშუალებებში და წარმოიქმნება ქლორამინები, რასაც აქვს ქლორის სუნი.

ანუ ქლორის სუნი თუ ასდის აუზს, ეს ნიშნავს, რომ ის დაბიძურებულია,“ – ამბობს ზაზა თელია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *