Posted in

მძიმე ავარია სანაპიროზე – არის მსხვერპლი

თბილისში, სანაპიროზე მძიმე ავარია მსხვერპლით დასრულდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველების და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *