🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
ნატალია ყიფშიძემ მამიდას მანქანა აჩუქა. ლენუკა “თბილისელებთან” სიურპრიზის შესახებ საუბრობს.
“სულ მინდოა და ოცნებად მქონდა ახალი მანქანა. ნატალია მანქანებს მაჩვენებდა, ნახე, ეს როგორ მოგწონსო. მეუბნებოდა, ტარება მინდა მასწავლო და ხომ მასწავლიო? რას ვიფიქრებდი რომ ნატაშკა ჩემთვის არჩევდა მანქანას. ერთ დღეს გამომიცხადა წამყევი კომპანიაში. ისე წავყევი მართლა აზრზე არ ვიყავი, რა სიურპრიზს მიმზადებდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩემი ძველი მანქანა დავტოვე და ახალი “ჯილი ატლასით” დავბრუნდი უკან. ასეტი სიურპრიზი ნამდვილად არ მქონია ცხოვრებაში. რომ მითხრა, ხომ მოგწონს და შენიაო, ისეთი შოკი მივიღე, ჯერ ვერ გამოსულვარ. ძალიან გახარებული ვარ”, – ამბობს ლენუკა.