რიო-დე-ჟანეიროში 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა – დაღუპულია სულ მცირე 6 ადამიანი | ინფორმაციას ადგილობრივი მედია მეხანძრე-მაშველების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ “დაღუპული ადამიანებიდან ყველა საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის წევრი იყო”. მათივე ცნობით, შემთხვევა რეკრეიო დოს ბანდეირანტესის გარეუბანში მოხდა, სადაც სულ მცირე, 20 მანქანა დაიწვა
„საჰაერო ხომალდების ნაწილები ასობით მეტრის რადიუსშია მიმოფანტული, ამიტომ ინფორმაცია, რომელსაც ვფლობთ, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ჩანაწერებისა და ვიდეოების ნახვა, რათა ზუსტად გავიგოთ, რა მოხდა… მიმდებარე საცხოვრებელი სახლების გათვალისწინებით, ავარიას შესაძლოა ბევრად მეტი მსხვერპლი მოჰყოლოდა“ | განაცხადა სახანძრო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა, ფაბიო კონტრეირასმა
2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა – დაღუპულია სულ მცირე 6 ადამიანი